არჩევნები 2018

კაპანაძე: ეს არ არის სიღარიბის პრობლემის მოგვარება, ჩვეულებრივი "დათვური სამსახურია"

ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვას რომ თავი დავანებოთ:

1. ბიძინა ამ ფულს არ გადაიხდის. და თუ, სასწაული მოხდა და გადაიხადა, რეალურად, ისევ მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღებს ამ ფულს. ზუსტად ისე, როგორც ეს სხვა დაპირებების დროს გააკეთა. 

2. ეს არის ქართული ოცნების უკანასკნელი გაფართხალება და ბოლო რესურსის გამოყენება. იმდენად უჭირთ, რომ მოსყიდვის ღია ფორმებზეც კი არ ამბობენ უარს. 

3. რეალურად, ეს არ არის სიღარიბის პრობლემის მოგვარება. ამ ადამიანების ნაწილი ისევ აიღებს სესხს, თან შთაგონებული იქნებიან იმით, რომ თურმე კეთილი ბიძია გადაუხდის მომავალშიც. ამიტომ, ჩვეულებრივი "დათვური სამსახურია".

ამ მავნებლურ სპირალს რომ ბოლო მოეღოს, ამ ეტაპზე უნდა დამარცხდეს ბიძინა და დაკარგოს პრეზიდენტის პოსტი.

შემდეგ ეტაპზე კი ისეთი ძალა უნდა უნდა მოვიდეს მთავრობაში, რომელიც ასეთ უკიდურესად მავნებლურ მემარცხენე კომუნისტურ იდეებს ახლოსაც არ გააჭაჭანებს პოლიტიკასთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩქარი ნაბიჯებით მივუახლოვდებით ვენესუელას. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ნავთობი აქვთ/ჰქონდათ, ჩვენ კი არ გვაქვს/გვექნება

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების 16 დეკემბრიდან განულებაზე. ფინანსთა მინისტრის თქმით, "ძირი და ჯარიმები ყველაფერი არის მილიარდნახევრამდე. და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ".

კომენტარები