ჭარბვალიანობა

მაჭავარიანი: ვალების განულებისათვის საჭირო თანხას, ფონდი ქართუ ფარავს სრულად

ვალების განულებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტება გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს. 

"ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, რომ არა, ფონდი ქართუ, რომელმაც სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც არაერთხელ დაუდგა გვერდით ჩვენს ქვეყანას, არა ჩვენს მთავრობას, არამედ ჩვენს ქვეყანას, ამ პრობლემის გადასაჭრელად. ბანკებთან და სხვა საფინანასო ინსტიტუტებთან ერთად ჩატარდა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, რის შედაგადაც მიიღწა კონსესუსი. ხაზი უნდა გავუსვათ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის დაახლოებით 600 000 ადამიანი, რომელებიც არიან შავ სიაში. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით არ ხდებოდა 10, 20 და 100 ათასი ლარების გაცემით, ეს ხდებოდა ზუსტად 300, 500 და 1000 ლარის ექვივალენტის ფარგლებში. ამან გამოწივია ჭარბვალიანობა. ამ კრიტერიუმით მოხდა გამოხშირვა ძირი და ჯარიმები ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, რომ ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით ხდება იმის ხეხსის გადახდა ვინც არ გადაიხადა არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას განაცხადა. 

კომენტარები