არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მე მოვდივარ იმისთვის, რომ ერთად ვთქვათ - გვეშველება

სულ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ აბა, მოდი და დაველოდოთ, რას მოგვცემს ან ეს მთავრობა, ან ევროპა, ამერიკა და ხელგაშლილი ვდგევართ და ველოდებით ან ვამბობთ რა გვეშველება. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ერთად ვთქვათ - გვეშველება. ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი, იქ გვქვს მისატანი ის ტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში.

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეს განცხადება ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე გააკეთა. ორგანიზაცია ამბობს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა.

კომენტარები