ტოჩინოშინი

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო (VIDEO)

inside sport: japan

კიუშუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა მებრძოლმა ლევან გორგაძემ ბრაზილიელი კომუსუბი კაისეი დაამარცხა. ტოჩინოშინმა სამხრეთამერიკელ მეტოქეს იოლად სძლია.

დღევანდელ ორთაბრძოლამდე, კაისეისთან ქართველ ოძეკს მოგება/წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ 10:7-ზე ჰქონდა. მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინს 3 მოგება და 1 წაგება აქვს.

კომენტარები