თქვენს ადგილას მე გავჩუმდებოდი, რადგან თქვენ მაინც არ ხართ იმ სისხლიან დანაშაულებებში მონაწილე პირი, რაც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა, მაგრამ ისე თავგამოდებით იცავთ, აპრავებთ და აღარ იცით, რა გააკეთოთ, რომ თქვენც იგივე ხართ, ამას გვეუბნებით და ჩვენც, შესაბამისად, თქვენც გპასუხობთ - სააკაშვილებს, ბოკერიებს და ყველას ერთად - ძალიან მშვიდად და მკაფიოდ გეუბნებით, თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს, თქვენთვის გასაწირი პატიმრები, რომ აწამოთ და კიდევ გაატყაოთ, ჩვენ არა გვაქვს, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეს სისტემა, ეს მწამებლების ბრიგადა და მთელი ეს პროდუქტი თქვენ შექმენით, ბედუკაძემ კიდევ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და ამხილა ის რეჟიმი, ჩვენ თქვენგან იცით, რითი განვსხვავდებით? ჩვენ 15 წელზე ვლაპარაკობთ
tbl.ge/393u
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის დეპუტატს რომან გოცირიძეს მიმართა.
ამავე თემაზე
- თარხან-მოურავი: გავაფრენ, მორიგი ტყუილები, მე ეგეთი თმა და ცხვირი მაქვს?
- ინაშვილი კალაძეს: უკრაინა ომში გითრევს, რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია
- ინაშვილი ომზე: ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე
- პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
- ინაშვილი: არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, ეს არის უტოპია




