ინგლისში, სნუკერში მიმდინარე ტურნირი Champion of Champions-ი რონი ო'სალივანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, მან კაირენ უილსონი დაამარცხა. ანგარიში 9:9 იყო, როცა გადამწყვეტ ფრეიმში ო'სალივანმა უკეთ ითამაშა და ტურნირიც მოიგო.
მატჩი ო'სალივანის უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ უილსონმა ზედიზედ 4 ფრეიმი მოიგო და 9:8 დაწინაურდა. საბოლოოდ, ო'სალივანმა ძალები მოიკრიბა და 10:9 იმარჯვა.
ოქტომბერში, ო'სალივანმა "მასტერსი" მოიგო და ისტორიაში პირველი სნუკერისტი გახდა, ვინც გამომუშავებული ჰონორარებით 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.





