ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მამაკაცი ქუჩაში ცივი იარაღით დაესხა ადამიანებს თავს. მან 3 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის მიხედვით შემთხვევა ტერორისტული თავდასხმა არ იყო.
პოლიციასთან დაპირისპირებისას თავდამსხმელი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დამწვარი მანქანაც.
თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.