არჩევნები 2018

ბაქრაძე: ლარის კურსთან ერთად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია, ქვეყანას არ ჰყავს პატრონი

ლარის კურსთან ერთად ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ყავს პატრონი და ხელისუფლება, რომელიც რამეს გააკეთებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად.

ამიტომ ჩვენ, ევროპული საქართველო, ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯს - პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ.

აქციზი გააორმაგა ქართულმა ოცნებამ და კვირიკაშვილის მთავრობამ 1 წლის წინ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა დაუბრუნდეს აქციზი ძველ ნიშნულს, განახევრდეს, რაც მინიმუმ 20-25 თეთრით მყისიერად გააიაფებს ბენზინს და ეს იქნება ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ ჩვენი კანონპროექტი გავანახევროთ აქციზი, ამითი 25 თეთრით შევამციროთ ბენზინის ფასი და ოდნავ მაინც დავეხმაროთ მოსახლეობას მათი პრობლემების მოგვარებაში.

ამბობს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

კომენტარები