7 ნოემბერი

კალაძე: საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა - მოწინააღმდეგე ძალები

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილიგირებულ ჯგუფებად, იმისიანებად და ამისიანებად. ეს არის ძალიან მძიმე. ყველამ კარგად დავინახეთ თუ ამ მიდგომებმა და დამოკიდებულებამ რა მოგვიტანა ქვეყანაში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება.

ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ეს არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, იმიტომ, რომ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება ეკონომიკურად, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.

საქართველოში ხალხი და მთავრობა არის ერთი მთლიანი ძალა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები. ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ

თბილისის მერი კახა კალაძე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაზე.

კომენტარები