ხანძარი კემეროვოში

რუსეთში, კემეროვოს ოლქში გაჩენილ ხანძარს 6 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, ქალაქ იურგაში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

მედიის ინფორმაციით, ხანძარი დილის 4 საათზე გაჩნდა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. შემთხვევას მხოლოდ 42 წლის ქალი გადაურჩა. ოჯახს კერძო სახლი დაქირავებული ჰქონდა. 

ცეცხლი ერთ საათში ჩააქრეს. დაშავდა ერთი მეხანძრე. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები