სკოლის გაქურდვა

შსს: მარნეულში სკოლის გაქურდვის ფაქტი გავხსენით

სამართალდამცავებმა მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი ამხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მათ სკოლიდან ტექნიკა მოიპარეს.

"სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი: 2001 წელს დაბადებული რ.მ., 2001 წელს დაბადებული ე.ჰ., 2002 წელს დაბადებული ს.ქ. და 1994 წელს დაბადებული რ.ა. ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის N8 საჯარო სკოლიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები