მაღაზიის ქურდობა

პარიზში 72 წლის ქალი მაღაზიებიდან სათამაშოებს იპარავდა და ინტერნეტით ყიდდა

საფრანგეთის პოლიციამ 72 წლის ქალი დააკავა, რომელიც მაღაზიებიდან სათამაშოებს იპარავდა. ამის შესახებ BBC წერს

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი სათამაშოების მაღაზიის მენეჯერმა მოპარული ნივთები ინტერნეტში ნახა. 

ქალი პარიზში დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, მის ბინაში ათასამდე სათამაშო და 40 ათასი ევრო იპოვეს.

პარიზის პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა დანაშაული აღიარა. მან პარიზში რამდენიმე მაღაზია გაქურდა და შემდეგ, მოპარულ ნივთებს ინტერნეტით ყიდდა.

ქალის თქმით, სათამაშოებს მოწყენილობის გამო იპარავდა.

კომენტარები