ჩემ კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, 600 კაცი მუშაობს, აქედან თითოს ოჯახში ხომ მაინცაა 2 ამომრჩეველი მინიმუმ. დაახლოებით ორი ათასმა კაცმა შეიძლება რომ მე მხარი არ დამიჭიროს? მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა. ასეა საჯარო სამსახურებშიც, ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ-ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია, რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა. შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას.
მაშინ [წინა ხელისუფლების დროს] ასე იყო საჭირო, ახლა მე ამ გუნდში ვარ და როგორ შეიძლება სხვა პოზიცია მქონდეს. ახლა წარმოიდგინეთ, აი კაცი ვარ, მამა ვარ, ოჯახთან ნაცხოვრები და ჩემმა შვილმა ამ ოჯახის აზრი არ გაითვალისწინოს და წავიდეს და სხვა მამას დაუჭიროს მხარი? ეს ხომ წარმოუდგენელია.