არჩევნები 2018

ვიქტორ ჯაფარიძე: შაჰ აბასი დავივიწყოთ? როგორ შეიძლება 9 წლის დავიწყება

უშეცდომო არავინ არ არის. შეცდომები იყო და მათი გაანალიზების პროცესი მიმდინარეობს. შეცდომებზე სწავლობს ადამიანი, ჩვენც ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. სასწრაფო წესით მოხდება მათზე რეაგირება და მერწმუნეთ, მეორე ტურში გაცილებით უკეთეს შედეგს დავდებთ და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ მეორე ტურში. 

შაჰ აბასი დავივიწყოთ? რამდენი საუკუნის წინ იყო, მაგრამ გვახსოვს. როგორ შეიძლება იმ 9 წლის დავიწყება. და ამ 9 წელს გასცა მოსახლეობამ პასუხი სვანეთში. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ის დეპუტატია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანს საპატიმროში შეხვდა და მათი საუბრის ფარული ჩანაწერები გავრცელდა. საუბარში სუბელიანი ჯაფარიძეს უყვება, რომ მისი დაკავება ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო და ციხეში თავისი ნებით ჩაჯდა. სუბელიანმა ასევე თქვა, რომ მას კომპრომატები აქვს და "2 ჩანაწერი და ოცნება აღარ იარსებებს". 

კომენტარები