პოლონელმა ყოფილმა მოდელმა ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ New York Post წერს.
ქალმა, რომლის სახელს გამოცემა არ ამხელს, ამტკიცებს რომ ის არასრულწლოვანი იყო, როცა ვაინშტეინმა შეავიწროვა.
უცნობი ქალი ჰყვება, რომ პროდუსერმა ის 2002 წელს ვახშამზე მიიწვია, სადაც მის მომავალ კარიერაზე უნდა ესაუბრათ. თუმცა, პროდიუსერმა არასრულწლოვანს, დახმარების სანაცვლოდ სექსი შესთავაზა. ქალი ამბობს, რომ უარის შემდეგ, ვაინშტაინი აგრესიული იყო და მას ემუქრებოდა.
სარჩელის მიხდვით, ვაინშტაინმა მისი შევიწროება განაგრძო და ეუბნებოდა რომ "როლს ვერასდროს იშოვიდა". პარალელურად კი სექსს სთავაზობდა და კარიერის მოწყობას ჰპირდებოდა.
ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე მსახიობმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, 5-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.





