ლიონელ მესის პრიზი

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ლიონელ მესის სახელობის ჯილდოს დაწესების მომხრეა

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მომხრეა, რომ მომავალში, ლიონელ მესის სახელობის პრიზი დაწესდეს და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცეს. ამის შესახებ ტებასმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა.

"იდეა ნამდვილად კარგია. ვფიქრობ, მესის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებენ. ის კარიერის საწყისი წლებიდანვე გვაოცებს. მესის სახელობის პრიზი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა", - განაცხადა ტებასმა.

ლიონელ მესი ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. არგენტინელმა 427 მატჩში 390 გოლი გაიტანა.

კომენტარები