დღეს არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტი დაიწყო. ხალხი თვითონ შეუდგა ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული ნარკო რეჟიმის შეცვლას. მთავარია ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით და ეს იქნება უვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა. ხალხმა ვინმეს სასარგებლოდ კი არ მისცა ხმა. ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის, საბანკო დიქტატურის წინაღმდეგ. ხალხმა განაჩენი გამოუტანა რეჟიმს ტყუილებისათვის, ძარცვისთვის, გლეჯვისთვის. საყდრისისთვის, მარიხუანას დათესვისთვის, მილიარდების მოხვეჭისთვის, სარალიძისთვის, მაჩალიკაშვილისთვის... ეს არ არის მხოლოდ არჩევნების შედეგი. ეს არის ისტორიული გამარჯვება ჩვენი ხალხისა და ყველამ უნდა იცოდეს რომ ვერავინ ვერასდროს ხალხს ვერ დააჩოქებს. მოატყუებს... ჩვენ ასეთ შედეგს ველოდით... მოვუწოდებთ ხელისუფელბას შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე დაუყოვნებლივ და გამოაცხადონ თვითდაშლა
არჩევნები 2018
ნათელაშვილი: ხალხი შეუდგა ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული ნარკორეჟიმის შეცვლას
tbl.ge/381q
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




