არჩევნები 2018

გოცირიძე "ოცნებას": 6 წლის განმავლობაში თქვენ დაანგრიეთ იმ 9 წელიწადში ნაშენები

როგორც ჩანს თქვენ არ ენდობით რიცხვებს და ენდობით თქვენი არაფორმალი მმართველის ჩაანალიზებებს. არადა თვით თაღლითმა ოსტაფ ბენდერმაც კი იცოდა, რომ სტატისტიკამ იცის ყველაფერი. ასე ამბობდა ეს კაცი. ჩაიხედეთ სტატისტიკაში. არჩევნებში მონაწილეობდა მილიონ ექვსასი ათასი ადამიანი. ერთმა მილიონმა ამომრჩეველმა გაქციათ ზურგი. 600 000 ხმა მიიღეთ თქვენ. 400 000 ხმა არის სხვაობა და ნაწილმა მეორე ტურში თქვენც რომ დაგიჭიროთ მხარი, შეუძლებელია ამ ჩამორჩენის ამოქაჩვა. არ არსებობს არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდილება, არც ისტორია ამაზე არ მეტყველებს, რომ უზარმაზარი ასეთი დიდი სხვაობა მეორე ტურში რომელიმე პარტიამ დაძლიოს. მშვიდად და წყნარად შეეგუეთ დამარცხებას. მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად. ხალხმა მიგითითათ თქვენ, ნუ სხედხართ მარჯვნივ და გაცვალეთ ადგილები. თქვენ უნდა იყოთო მარცხენა მხარეს და ოპოზიცია უნდა გადაჯდეს მარჯვენა მხარეს, რადგან მათ იციან ქვეყნის მართვა. 6 წლის განმავლობაში თქვენ დაანგრიეთ იმ 9 წელიწადში ნაშენები. 6 წლის განმავლობაში თქვენ შექმენით უსამართლო, ძალადობრივი, სისხლიანი, სიღარიბის მომტანი რეჟიმი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოციეირძე პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები