არჩევნები 2018

კანდელაკი: "ევროპული საქართველო" გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ზურაბიშვილის არჩევა

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ჩვენი მოქალაქეების ვერდიქტი არის ერთმნიშვნელოვანი. საქართველოს მოქალაქეებმა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს უთხრეს უარი. რა თქმა უნდა ჩვენთვის, "ევროპული საქართველოსთვის" ბევრად უკეთესი იქნებოდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ დავით ბაქრაძე იყო უკეთესი კანდიდატი და ის უნდა ყოფილიყო მეორე ტურში. მაგრამ დღეს, სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი. ჩვენი ვალდებულებაა არ დავუშვათ იმ კანდიდატის გამარჯვება რომელიც წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რომლის ციტატასაც ოკუპანტი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია იყენებს მტკიცებულების სახით ჰააგას სასამართლოში საქართველოს საზღვრების შესაცვლელად. ასეთი კანდიდატის არჩევა სახელმწიფო მეთაურად ექნება საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამიტომ ჩვენ "ევროპული საქართველო" გავაკეთებთ ყველაფერს, ვიმუშავებთ ჩვენს აქტივთან, ამომრჩევლებთან, გავალთ ხალხში, ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ არ დავუშვათ სალომე ზურაბიშვილის არჩევა სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე

კომენტარები