არჩევნები 2018

კალაძე: მინდა, მივულოცო ქალბატონ სალომეს პირველ ადგილზე გასვლა, ჩვენ ვართ გამარჯვებულები

პირველ ტურს რაც შეეხება, ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური, მინდა, მივულოცო ქალბატონ სალომეს პირველ ადგილზე გასვლა, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. რაც შეეხება მეორე ტურს, ველოდებით ცესკოს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნება თარიღი და ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით

თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილსა და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის განსხვავება 0.9%-ია.

კომენტარები