არჩევნები 2018

კაპანაძე: საზოგადოება გაიზარდა, გაცილებით მეტად, ვიდრე ეს ზოგიერთს წარმოუდგენია

კაპანაძე: საზოგადოება გაიზარდა, გაცილებით მეტად, ვიდრე ეს ზოგიერთს წარმოუდგენია

ასეა. არ მუშაობს იარლიყების მიწებება და აღვირახსნილი პროპაგანდა. "ნაცები"... "9 წელი"... "ფაშისტური რეჟიმი"...

ხალხს უნდა კეთილდღეობა... უნდა, რომ წამალი არ ღირდეს ძვირი, რომ ტრანსპორტი არ გაძვირდეს, რომ ელემენტარული შემოსავალი ჰქონდეს.

ხალხს არ უნდა უსამართლობა, არ უნდა, რომ სოციალური დახმარებები წაართვან იმიტომ, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. არ უნდა, რომ სარალიძე დაიჭირონ. არ უნდა, რომ შვილმოკლული მამები გარეთ ეყარონ სამართალის ძიებაში და ამ დროს ფარცხალაძეებმა მილიონები აკეთონ.

ხალხს არ უყვარს, ზემოდან როდესაც უყურებს მარიონეტებით მოთამაშე ოლიგარქი და მისი პოლიტიკური თოჯინები. არ სიამოვნებს, როდესაც ეუბნებიან, რომ ხალხი ბრიყვია და საკმარისია რუსთავი 2 გამორთოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა, რომ თავზე დაასვან ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მტერს ეხმარება თავისი მოღალატეობრივი განცხადებებით.

არ უყვარს, როდესაც დაჟინებით ეუბნებიან, რომ შავი თეთრია და თეთრი შავი.

საბოლოო ჯამში, ხალხი ბრძენია.

ამას ვამბობდით ყოველთვის. არ არის საჭირო რევოლუციები და აყალმაყალი. წყნარად უნდა დაამარცხო ხელისუფლება. არჩევნებით. სწორედ გუშინდელის მსგავსი არჩევნებით უნდა გააწნას ალიყული საზოგადოებამ ყველა ისეთ საშინელ ხელისუფლებას, როგორიც დღეს გვყავს. ასე იყო ადრე. ასე არის დღეს. ასე იქნება, ასე უნდა იყოს მომავალშიც.

ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა საზოგადოება. გაცილებით, ვიდრე ეს ჯერ კიდევ ზოგიერთს წარმოუდგენია.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე არჩევნების და მისი შედეგების შესახებ. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და მეორე ტური მასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

კომენტარები