ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, თბილისის ათი ოლქიდან ხუთში "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, ხოლო ხუთში - ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ამ დროისთვის, დათვლილია საერთო ხმების 75.6%.
პირველადი მონაცემებით, თბილისის რომელ ოლქებში ლიდერობს ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე
კრწანისი (32 უბნიდან დათვლილია 25)
- გრიგოლ ვაშაძე - 37.35%;
- სალომე ზურაბიშვილი - 36.83%;
ისანი (77 უბნიდან დათვლილია 62)
- გრიგოლ ვაშაძე - 39.23%;
- სალომე ზურაბიშვილი - 31.78%;
სამგორი (115 უბნიდან დათვლილია 81)
- გრიგოლ ვაშაძე - 41.97%;
- სალომე ზურაბიშვილი - 29.69%;
ნაძალადევი (97 უბნიდან დათვლილია 97 უბანი)
- გრიგოლ ვაშაძე - 36.63%;
- სალომე ზურაბიშვილი - 33.4%;
გლდანი (108 უბნიდან დათვლილია 98)
- გრიგოლ ვაშაძე - 40.49%;
- სალომე ზურაბიშვილი - 29.82;
თბილისის ოლქები, რომლებშიც, პირველადი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
ჩუღურეთი (43 უბნიდან დათვლილია 41)
- სალომე ზურაბიშვილი - 38.88%;
- გრიგოლ ვაშაძე - 33.86%;
მთაწმინდა - (38 უბნიდან დათვლილია 31)
- სალომე ზურაბიშვილი - 37.38%;
- გრიგოლ ვაშაძე - 31.23%;
ვაკე - (78 უბნიდან დათვლილია 69)
- სალომე ზურაბიშვილი - 36.96%;
- გრიგოლ ვაშაძე - 29.67%;
საბურთალო - (91 უბნიდან დათვლილია 38)
- სალომე ზურაბიშვილი - 36.52%
- გრიგოლ ვაშაძე - 32.14%
დიდუბე - (54 უბნიდან დათვლილია 30)
- სალომე ზურაბიშვილი 37.03%
- გრიგოლ ვაშაძე - 31.4%
რაც შეეხება საერთო მონაცემებს, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 3/4 დათვალა, ხმები ასე გადანაწილდა:
- სალომე ზურაბიშვილი - 38.93%
- გრიგოლ ვაშაძე - 37.34%
- დავით ბაქრაძე - 10.98%
- შალვა ნათელაშვილი - 3.79 %
- ზურაბ ჯაფარიძე - 2.31%
მიუხედავად იმისა, რომ ხმების მეოთხედი ჯერაც დასათვლელია, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ის ქართული ოცნების მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის შედგება, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი, პირველ და მეორე ადგილებს კი სწორედ ისინი იყოფენ.
2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ, ამასთან, გამონაკლისის სახით, 6 წლით. 2024 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და საპარლამენტო არჩევნებიც განახლებული სისტემით ჩატარდება, პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს, რომელთაგანაც 150 წევრი დეპუტატი იქნება, დანარჩენი 150 კი - აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენელი.





