ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმების 40.2% აქვს, ხოლო "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 36.3%. წინასწარი მონაცემებით, სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება არჩევნების მეორე ტური. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 40.94% (1517 საარჩევნო უბანი).
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხმების 10.3% მოაგროვა, შალვა ნათელაშვილმა - 3.95%, ზურაბ ჯაფარიძემ - 2.4%, დავით უსუფაშვილმა - 2.28%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.74% იყო. დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო. 20:00 საათის მონაცემები ცესკომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში (64.74%), ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში (36.47%). რაც შეეხება თბილისს, ამომრჩევლის აქტივობამ 45.4% შეადგინა.





