ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, ძალა ერთობაშია-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის მასშტაბით 25 საარჩევნო ოლქში იგებს. ამ ეტაპზე, დათვლილია უბნების 29.8%. წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 42.8% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - 34.8%.
რომელ საარჩევნო ოლქებს იგებს, წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატი
- ლაგოდეხი, 50.78%
- თელავი - 49.69%
- ახმეტა - 50.62%
- გარდაბანი - 43.89%
- რუსთავი - 47.89%
- მცხეთა - 39.96%
- ზუგდიდი - 5264%
- ჩხოროწყუ - 46.54%
- ფოთი - 40.81%
- სენაკი - 49%
- მარტვილი - 49.93%
- ბაღდათი - 48.12%
- ხულო - 40.86%
- აბაშა - 50.21%
- სამტრედია - 41.65%
- ქუთაისი - 46.6%
- ზესტაფონი - 39.63%
- ხაშური - 44.49%
- ქარელი - 40.34%
- გორი - 43.32%
რაც შეეხება თბილისსს, ამ ეტაპზე, ვაშაძე იგებს გლდანის (41.73%) , ნაძალადევის (38.5%), სამგორის (40.9%) და კრწანისის (42.42%) ოლქებს.
ხონის საარჩევნო ოლქში წინასწარი მონაცემებით იმარჯვებს ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე 38.73%-ით, ხოლო დანარჩენ ოლქებში, ამ ეტაპზე, ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.





