არჩევნები 2018

ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების დაფიქსირებამდე ძალიან ცოტა დრო გვრჩება

ჩვენი გამარჯვების დაფიქსირებამდე ძალიან ცოტა დრო გვრჩება და რაღა თქმა უნდა მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება. ჩვენ მთელი დღის მანძილზე დავადგინეთ, აღმოვაჩინეთ და აღვკვეთეთ გაყალბების და პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, კარუსელის დატრიალების ფაქტები და ა.შ. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ ხელი აიღონ გაყალბებისგან და იმ განცხადებებისგან, რასაც ავრცელებენ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც საარჩევნო უბანზე ხდება. შეინიშნება აქტიური მობილიზება შტაბებთან და საარჩევნო უბნებთან შავი ჯიპების, მაგალითად, ბოლნისსა და სხვა რაიონებში, არ ვიცი, რას ამზადებთ შტაბში, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ

ამბობს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე

კომენტარები