ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძის დედა: დღეიდან ჩავერთვები ყველანაირ აქციაში

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე ზაზა სარალიძის დედა მივიდა.

“ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის, მე ვაგრძელებ ყველაფერ იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. დღეიდან ჩავერთვები ყველანაირ აქციაში, ზაზას მხარს ყოველთვის ვუმაგრებდი და ეხლაც გავაგრძელებ ასე.”- განაცხადა მარინა ბრეგაძემ, მოკლული დათო სარალიძის ბებიამ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე დღეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, “რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.”

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები