გიგი უგულავა

უგულავა: ივანიშვილს რომ სალომეს ძველი ქართული მოსწონს, ეგ უფრო ბულგარულია ვიდრე ძველქართული

მწერალთა კავშირიდან ორი დელეგაცია მიდიოდა ბულგარეთსა და სოციალისტურ გერმანიაში. მუხრანს გერმანია უნდოდა, თავმჯდომარემ, ირაკლი აბაშიძემ, ბულგარეთში გაუშვა დელეგაციის ხელმძღვანელად. 
- კი მაგრამ, ირაკლი, ბულგარული რომ არ ვიცი. დაიწუწუნა მუხრანმა.
- შენ რომ რუსული იცი, აი ეგაა ბულგარული, ჩემო მუხრან, უპასუხა ირაკლი აბაშიძემ.

ასეა: ივანიშვილს რომ სალომეს ძველი ქართული მოსწონს, ეგ უფრო ბულგარულია ვიდრე ძველქართული

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელმაც თქვა - " მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს"

კომენტარები