ლევან მჭედლიძე

ლევან მჭედლიძემ მის გულშემატკივარს სურვილი შეუსრულა და PLAYSTATION 4 აჩუქა

რამდენიმე დღის წინ 19 წლის გიორგი ქოქიაშვილმა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დაწერა, რომ ფლეისთეიშენის შეძენა სურდა და ფულის შესაგროვებლად მეგობრებს დახმარებას სთხოვდა.

გიორგი ქოქიაშვილის თქმით, მას უკვე თანხის 30% შეგროვებული ჰქონდა, როდესაც ინსტაგრამზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედიძელმ მიწერა.

"მე გაჩუქებ, თბილისში მაქვს დავურეკავ და მოგაწვდიან. შეგიძლია წაშალო პოსტი", - მიწერა ლევან მჭედლიძემ.

გიორგი ქოქიაშვილისვე თქმით, მან ფეხბურთელისგან ვიდეოც მიიღო, სადაც მჭედლიძე უხსნის, რომ მისი ოჯახის წევრები ქალაქში არ იმყოფებიან და ამიტომ მას მომდევნო დღეებში დაუკავშირდებიან.

ლევან მჭედლიძემ, გუშინ, 22 ოქტომბერს გიორგი ქოქიაშვილს მისი მეგობრის ნომერი გაუგზავნა, რომელმაც მოგვიანებით მას სურვილი შეუსრულა და Playstation 4 PRO აჩუქა, Fifa 18-ის დისკით.

კომენტარები