იტალიის სერია A

"ინტერს" მილანთან თამაში მაურო იკარდიმ მოაგებინა (VIDEO)

იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" შედგა, სადაც ერთმანეთს "ინტერი" და "მილანი" დაუპირისპირდნენ. მილანური დერბი დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. 

"ინტერი" მთელი მატჩის განმავლობაში "მილანზე" აქტიურად თამაშობდა. ეს, საბოლოოდ, ტაბლოზეც აისახა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მატიას ვესინოს ჩაწოდებულ ბურთს მაურო იკარდიმ თავი დაუხვედრა და "ინტერს" 1:0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ინტერმა" 19 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადავიდა.

კომენტარები