შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი
დააკავა
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის
გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის
23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება",- აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე
მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
კრიმინალი
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

www.facebook.com/rustavi2




