სააკაშვილი - ზურაბიშვილი

სააკაშვილი: ზურაბიშვილის განცხადებები NATO-ს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილია

ზურაბიშვილის თავდასხმა თურქებზე ახალქალაქში, ისევე, როგორც წარსულში მისი მინისტრობის დროს მომხდარი დიპლომატიური ინციდენტი, როდესაც მან სტამბოლი არაერთხელ კონსტანტინეპოლად მოიხსენია, ასევე, მისი მხრიდან, ამერიკული ჯარის საქართველოში ყოფნის გაპროტესტება, უნდა განვიხილოთ, როგორც NATO-ს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი და არა უბრალოდ ჭკუიდან შერყეული ადამიანის მონაჩმახი. 

თქვა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯავახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ "ერთმა პრეზიდენტმა თურქებს მისცა მოქალაქეობა, თქვენ - არა". 

კომენტარები