არჩევნები 2018

კობახიძე: ჩვენი შიდა კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს

ასეთი კვლევები ჩვენ მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა, შემდეგ გვახსოვს არჩევნების შედეგებიც ყოველთვის. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამოცანა არის ჩვენთვის რა - ნაციონალური მოძრაობის ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27% 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27% აიღო "ნაცმოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ გასცდეს ნაციონალური მოძრაობა. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ არჩევნები იყოს, 22% გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა ხმას, 18% - დავით ბაქრაძეს, ხოლო 15% - სალომე ზურაბიშვილს. R2-ის ცნობით, Edison Research-მა პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოკითხა, კვლევის ცდომილება - 2%-ია.

კომენტარები