ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირს პირველივე ტურში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook Nikoloz Basilashvili

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი.

ბასილაშვილი ამერიკელ სემ ქუერისთან მატჩში ორ სეტში (1:6, 4:6) დამარცხდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 1183360 დოლარია. 

ბასილაშვილი ჩენგდუს ღია პირველობის წყვილთა თანრიგში მონაწილეობას არ იღებს.

კომენტარები