ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიგო. 100 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა.
ფინალურ ორთაბრძოლაში, თუშიშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი - უშანგი კოკაური დაამარცხა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, თუშიშვილმა იპონით მოიგო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის თუშიშვილმა კარიერაში მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).