სარალიძე: კობახიძე ივანიშვილის პირადი სახედარია

რომ არ მქონდეს არჩეული ეს გზა, რომ სამართლებრივად მივიყვანო ყველაფერი ბოლომდე და კანონის ჩარჩოებში, ცხენის კუდზეა გამოსაბმელი და ასეა სათრევი, სახალხოდ ვამბობ, იმიტომ, რომ რასაც ვუსმენდი საკმაოდ ბევრი შეურაცხყოფა მომაყენა პირადად მე. ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ რაც მე არ გამიკეთებია და რასაც მე არ ვაკეთებ, იმას როდესაც მაბრალებენ დედის გინებაზე მეტადაა შეურაცხმყოფელი. რას ჰქვია ნაციონალების მიერ მართული აქცია, ნაციონალების მონები თვითონ არიან, ოცნების მონები თვითონ არიან და ბიძინა ივანიშვილის პირადი სახედარია ეს კობახიძე და პირდაპირ არიან მირზა სუბელიანის ჩმორები.

გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პარლამენტთან გამართული აქციები ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო გამართული.

კომენტარები