ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია. ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ვამაყობთ კულტურის ისტორიით და ჩვენი მიზანია, მეგობრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში. გვჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ, უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით. ამ შემთხვევაში, მსოფლიო იქნება ბევრად უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს, ვითარდება და ჩვენ წინა რიგებში ვდგავართ არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, არამედ ეკონომიკური სისტემის გაძლიერების კუთხით. ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევებით.
tbl.ge/35a0
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




