შსს-მ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უზბეკეთის 2, ყირგიზეთის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთში გასვლას სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილს ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





