გუშუბნ არ მომისმენია ნამდვილად, ქალბატონმა სალომემ რა თქვა, თუმცა, ასეთი კითხვა როცა დაისვა, გავეცი დეტალური განმარტება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს - რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დროიდან, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, და ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები, მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტრიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი შეფასება, ეს არის შეფასება ჩვენი მეგობრების. სხვა საქმეა, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომლებსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის, ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინათ
ბახტაძე: რუსეთი აგრესორია, მაგრამ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ეს რისკი
tbl.ge/34bw
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე კითხვაზე - ეთანხმება თუ არა მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ "2008 წელს ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა".




