საქართველო-NATO

ანდრეა ტომპსონი: აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. დიდი რეფორმები ტარდება და ამ დიდ გზაზე წინსვლა გრძელდება. ჩვენ ამ ძალისხმევის დიდი მხარდამჭერები ვართ

ამბობს ტაბულას დირექტორთან თამარ ჩერგოლეიშვილთან ინტერვიუში ანდრეა ტომპსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

კომენტარები