ხანძარი

დოლიძის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ​ცეცხლი ბუნებრივი აირის მილიდან სახურავზე გავრცელდა. ამის შეახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

​ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები