დღეს Queen-ის ლეგენდარული ვოკალისტის, ფრედი მერკურის დაბადების დღეა.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ბარგის გადამტანებმა ფრედი მერკურის დაბადების დღე "I want to break free"-ზე ცეკვით მიულოცეს.
თანამშრომლებს სახეზე ულვაშები ჰქონდათ მიმაგრებული, ტანსაცმელი კი მერკურის მსგავსად ეცვათ.
ფრედი მერკური 1970 წლამდე, სანამ ჯგუფ Queen-ს შეურთდებოდა, სწორედ ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბარგის გადამტანად მუშაობდა.