შსს

შსს-მ კახეთში 3 სახლის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-ს ცნობით, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ შალაურში 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც ოქროს სამკაულები და ფული მოიპარა" - წერია განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები