ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ხანძრის შედეგად ჯამში 250 კვ.მ. ფართობი და დამხმარე ნაგებობების საერთო ფართი 90 კვ.მ. დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.





