პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი მიუზიკლ Hamilton-ის დროს სცენაზე ავიდა და იმღერა [ვიდეო]

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი ლონდონში მიუზიკლ "ჰამილტონს" მის ავტორთან, ლინ-მანუელ მირანდასთან ერთად დაესწრო.

მიუზიკლიდან შემოსული თანხა ჰარის საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება, რომელიც ლესოთოსა და ბოცვანაში იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულ ახალგაზრდებს ეხმარება.

სპექტაკლის დროს ჰარი სცენაზე ავიდა და ჯორჯ მესამის პერსონაჟის ტექსტის ნაწილი წაიმღერა.

მის მცდელობას დარბაზში და მსახიობებისგან სიცილი მოჰყვა.

"ეს არ მოხდება." თქვა ჰარიმ "არ ვიცი ამას როგორ აკეთებთ. და თან ამ სიცხეში."

მისი თქმით ლინ-მანუელ მირანდამ სთხოვა მთელი ნაწყვეტი ემღერა, თუმცა მან უარი თქვა.

მირანდამ საკუთარ twitter-ზე დაწერა:

"მეფე ჯორჯ მესამის დიდმა-დიდმა-დიდმა-დიდმა-დიდმა-დიდმა შვილიშვილმა რამდენიმე სტროფი იმღერა."

კომენტარები