რეკლამა

გათამაშდა პირველი ჯეკპოტი 857 007 ლარი - მფლობელი ჯერჯერობით უცნობია

საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტი 857 007 ლარი თავის იღბლიან მფლობელს ელოდება. "ლოტო 6/36"-ის პირველი ჯეკპოტი 47-ე ტირაჟის დროს გათამაშდა, მომხმარებელმა ექვსი ძირითადი ციფრი გამოიცნო, ხოლო ლოტოტრონის მიერ გამოვლენილი ჯეკპოტის ციფრები ასე გადანაწილდა - 11, 16, 22, 23, 24, 30.

"28 აგვისტო, მარიამობის დღე, "ლოტო 6/36"-ის რომელიღაც მოთამაშისთვის განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ჯეკპოტის იღბლიანი ბილეთი მომხმარებელმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა" - აცხადებენ კომპანიაში.

ჯეკპოტის გათამაშების შემდეგ, "ლოტო 6/36"-ის საწყისი ჯეკპოტი უკვე შეადგენს 398 158 ლარს, რომელიც ყოველი გათამაშების წინ გაიზრდება.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნულ ლატარიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 6 500 000 ლარზე მეტი. ხოლო პირველი ჯეკპოტი - 857 007 ლარი  საკუთარ მფლობელს ჯერ კიდევ ელოდება.

კომენტარები