ანგელა მერკელი

ბახტაძე წითელ ხალიჩაზე: ქალბატონ მერკელს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს

რაც შეეხება წითელი ხალიჩის ეპიზოდს, მაშინ სერიოზულად გიპასუხებთ. ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, თვითონ დამისვა ეს შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება იმ დროს ხალიჩა იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს

თქვა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი თბილისს 23 აგვიტოს ეწვია. გამგზავრებისას იგი დაინტერესდა თუ რატომ აღარ იყო წითელი ხალიჩა აეროპორტში.

კომენტარები