შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა ახალქალაქში ორი სახლი გაქურდეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები გაქურდეს, საიდანაც ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. სამართალდამცველებმა ვ.ი. და დ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული, ოქროს ნივთები და საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ე. წ. „ატმეჩკები“ ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





