თბილისის მერია

მერიის Facebook-გამოკითხვა: უნდა ჩანაცვლდეს თუ არა ვარაზისხევზე ქვაფენილი ასფალტით?

იმედი

​თბილისის მერიამ Facebook-ზე გამოკითხვა გამოაქვეყნა: 

"ფიქრობთ თუ არა, რომ ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტის საფარით უნდა ჩანაცვლდეს?" 

კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ქვაფენილი ძალიან ხშირად ზიანდება და კომუნიკაციებისთვისაც სერიოზული პრობლემაა. 

მგონია, რომ ჯერ ერთი, ძალიან ხმაურია, მტვერი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ეს არ არის ისტორიული ადგილი, არანაირი სტატუსი არ აქვს და შესაბამისად მგონია, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება", - თქვა კალაძემ. 

კომენტარები