ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს აკრძალული ვარცხნილობისთვის დევნიან

ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით ხელისუფლებამ „არასოციალისტური“ საქციელის მიმართ დევნა გაამკაცრა.

The Telegraph-ი წერს, რომ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება ვარცხნილობაც, რომელიც ხელისუფლების მიერ რეკომენდირებული არ არის.

სოციალისტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით თვალს ადევნებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც მათი იდეოლოგიისთვის შეუფერებლად აცვიათ.

გამოცემა წერს, რომ "მოკლე და გამომწვევი კაბები, რომლებშიც სხეულის შიშველი ნაწილების დანახვა შეიძლება დანაშაულად ითვლება. ქალებს შეუძლიათ თეთრი შარვლები ატარონ, თუ ისინი მუხლს ქვემოთაა".

ფხენიანის ქუჩებში პატრულ-ინსპექტორები მორიგეობენ, რომლებიც მოსახლეობას აკონტროლებენ, ხოლო მათ ვისაც "შეუფერებელი" ვარცხნილობითა და ტანსაცმლით შეამჩნევენ დასაკითხად გადაყავთ.

9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეაში პარტიის დაარსების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

კომენტარები