watchmen

HBO-მ დაადასტურა, რომ WATCHMEN-ის სერიალს გადაიღებს - თრეილერი

DC

HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "Watchmen"-ის სერიალს გადაიღებს.

სერიალს DC-ის კომიქსზე დაყრდნობით გადაიღებენ, რომელიც ალან მურის მიერ არის დაწერილი, ილუსტრაციები კი დეივ გიბონსის შექმნილია.

აქამდე "Watchmen"-ის გადაღების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაცია იყო ცნობილი, თუმცა დღეს HBO-მ საკუთარ ტვიტერზე სერიალის თიზერი დადო. ვიდეოში მოცემულია ტექსტი "Nothing ever ends" [არასდროს არაფერი სრულდება].

წინადადება "Nothing ever ends" კომიქსიდან არის ამოღებული, როდესაც დედამიწაზე "ყველაზე ჭკვიანი კაცი" ოზიმანდიასი, ექიმ მანჰეტენს ეკითხება, დასასრულის ჟამს ადამიანების სიცოცხლის შეწირვა მისთვის სარწმუნო იდეისთვის სწორი იყო თუ არა. ამ კითხვაზე კი ექიმი მანჰეტენი მას პასუხობს "დასასრულის ჟამს? არასდროს არაფერი სრულდება".

"Watchmen"-ის კომიქსის მიხედვით 2009 წელს ფილმიც არის გადაღებული.

კომენტარები